გუშინ "X ფაქტორის" კიდევ ერთი ლაივ კონცერტი დასრულდა. ამჯერად მუსიკალურ შოუს მერაბ ამზოევი გამოეთიშა. მომღერალი აუდსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდა, ჟიურიმ კი არჩევანი მაგდაზე შეაჩერა.
გუშინდელ "ლაივს" სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
"წლევანდელი იქს ფაქტორის ფინალისტებში ჩემი ვერც ერთი ფავორიტი ვერ მოხვდა.
გადასულებში, ყველას პატარა თამარ ედილაშვილი მირჩევნია" - წერს ნიკა გვარამია.