„იქს-ფაქტორში“ მენტორებისგან დატოვებული მაგდა ვასაძე გუშინდელი "ლაივს" სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და იმისთვის ვინც ერთი ზარი გამოუშვა.
რაც შეეხება მერაბს მე ვეუბნებოდი რომ მე დავტოვებდი პროექტს...თუმცა ასე არ მოხდა და ჟიურიმ მე გადამარჩინა...თუმცაღა ხმები რო თანაბრად განაწილებულიყო ჟიურის, მაგ შემთხვევაში პროცენტებით წყდებოდა ისევ და მერაბი მაინც ვარდებოდა.....ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ...სოციალურ ქსელში იმის წერას რომ არ უნდა გავარდნილიყო და გიჟდებოდით... ერთი ზარი რომ თითოს გაგეშვათ, მერაბი აუტსაიდერებში არ იქნებოდა...კი არადა ესემეს ლიდერი იქნებოდა. ამიტომ ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს პირველ რიგში ზარით რომ მერე არ დაწყდეთ გული..." - წერს მაგდა ვასაძე.