მართვის მოწმობის არმქონე მოქალაქე ჯერ საპატრულო პოლიციის 2 ავტომობილს, შემდეგ კი პატრულის თანამშრომელს დაეჯახა, რომელიც მანქანიდან გადმოსული იყო. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.