სალომე კორკოტაშვილმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სალომე კორკოტაშვილი ღონისძიებაზე ქართველი დიზაინირის, დათუნა სულიკაშვილის კაბით გამოჩნდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალმა აშშ-ს ჰიმნი შეასრულა, ვიდეო და შთაბეჭდილებები კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
„ასე ემოციურად არასდროს მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი! მინდა, მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს, ასეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!!!“ - წერს სალომე კორკოტაშვილი.