როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში - სინოპტიკოსის პროგნოზი

18:10 06-07-2017
206

გარეემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება.

როგორც სინოპტიკოსმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, დასავლეთ საქართველოში 8-9 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ნარჩუნდება დაახლოებით 30-31 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 20-23 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთში არამდგრადი ამინდები და უმეტეს რაიონებში წვიმა, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარიშხალი. კვირის ბოლოსთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს", - განაცხადა გვაზავამ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე