,,პრაიმტაიმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ლაფერაშვილი რჩება რუსთავი 2-ში. ის ტოკ-შოუების გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა, რომელშიც ერთიანდება ბევრ გადაცემა. მათ შორის: შუა დღე, ეკა ქვესიტაძის განსხვავებული აქცენტები, და ტოკ-შოუ ,,არჩევანი".
გიორგი ლაფერაშვილის ადგილს კი ნოდარ მელაძე დაიკავებს, რომელიც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს.
რუსთავი 2-ში სხვა ცვლილებებიც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ერთ-ერთი პროდიუსერი ქეთი ქებაძე კურიერის 12-იანის, 3-იანისა და 6-იანის მთავარი პროდიუსერი იქნება. მის ადგილას ბევრი კანდიდატი განიხილება, ამთ შორის სალომე ბოკუჩავა ან ანი წერეთელიც.
,,კურიერის" დღის ეთერს ახალი წამყვანი ეყოლება. ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.
რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს ის მაყურებელს პარასკევს დაემშვიდობება და საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.