კიევში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ კიევის პოლიციის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
აფეთქება გასულ ღამით მოხდა. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც უცნობმა საელჩოს ტერიტორიაზე ისროლა.
პოლიცია ტერაქტში ეჭვმიტანილთა სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.