გარდაიცვალა, ქართველი ბლუზმენი, "Blues Mob“- ის ვოკალისტი და ვირტუოზი გიტარისტი, კოკა ცქიტიშვილი

11:51 06-08-2017
430

გუშინ საღამოს, "Blues Mob“- ის ვოკალისტი და ვირტუოზი გიტარისტი, კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში, კომაში იმყოფებოდა, საბოლოოდ კი ორგანიზმმა უმტყუნა.

კოკა ცქიტიშვილს N1 ქართველ ბლუზმენს უწოდებდნენ,  2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია.

1999 წელს დაარსა ჯგუფი „Koka & T. Blues Mob“, ხოლო  2000 წლიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აწყობდა ტურნეებს. 

იგი ასევე რადიო Rus Radio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-CherryBlues დამფუძნებელია.

 

ინფორმაცია, მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ, მისმა პროდიუსერმა, გვანცა კილასონიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"ვახ ! როგორ შემეცოდა -- კოკა ცქიტიშვილი" - წერს გვანცა კილასონია.  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე