"მომავალი არ არსებობს" - ბრედ პიტი, აშშ - ის "პარიზის კლიმატის პაქტიდან" გასვლას ეხმაურება

15:05 06-08-2017
153

 ამერიკის შეერთებილი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, “პარიზის კლიმატის პაქტიდან” აშშ-ს გასვლა დააანონსა. მას არ სჯერა, დედამიწაზე გლობალური დათბობის და ამიტომ, ვერ ხედავს, "პარიზის კლიმატის პაქტში" დარჩენის აუცილებლობას.

“აშშ , პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავა. ბიზნესისთვის, მომუშავეებისთვის, გადამხდელებისთვის და ზოგადად, ხალხისთვის ასე უფრო სამართლიანია”, – განაცხადა ტრამპმა.

მან ჩამოთვალა რამდენიმე სამუშაო ადგილი, რასაც ამერიკელები დაკარგავენ, თუ ამ შეთანხმებაში დარჩებიან.

დონალდ ტრამპის ამ ლაივ სტრიმს, ვარსკვლავების მხრიდან, უამრავი უარყოფითი ემოცია მოჰყვა.

ცნობილმა მსახიობმა ბრედ პიტმა, ჯიმი ჯეფრისის შოუში("The Jim Jeffries Show") იხუმრა კიდეც და ამინდის პროგნოზის წამყვანის სცენა გაითამაშა:

-"როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?" - ეკითხება წამყვანი ბრედს.

-"აქ დათბება, აქაც, აქაც" - პასუხობს ბრედი და ხელით, მთელ მსოფლიოს რუქას მიანიშნებს.  

-"მომავალში რა გველის?" - ეკითხება ჯიმი

 - "მომავალი არ არსებობს" - ირონიული ტონით უპასუხა ბრედმა.

შეგახსენებთ, რომ ბრედი, ყოველთვის განიცდიდა, მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ის ხშირად აწყობდა კონფერენციებს და გარემოს დასაცავის ფონდში, ყოველ წელს, 3 მილიონ დოლარს რიცხავდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე