მომღერალი და მსახიობი, ჯენიფერ ლოპესი, ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც ინსტაგრამზე ფოტოებს, ფოტოშოპის გარეშე აქვეყნებს. სოციალურ ქსელში, ხშირად შეგხვდებათ ლოპესის ფოტოები, მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშე.
რამდენიმე დღის წინ, ჯენიფერმა ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო, სადაც უმაკიაჟოდ, აბანოს თეთრ ხალათში ჩაცმული, ემზადება კონცერტზე გამოსასვლელად.
"ასე გამოვიყურებით კონცერტის დაწყების წინ, შოუს ყველა მონაწილე. არავითარი მაკიაჟი, არავითარი ვარცხნილობა - მხოლოდ მორალურად ვემზადებით" - წერს ჯენიფერი ალექს როდრიგესს და ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს.
ნათელად ჩანს, რომ ჯენიფერი მაკიაჟის გარეშე, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება. ამბობენ, რომ ეს მისი სწორი კვების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამსახურებაა.
როგორც ჯენიფერის ტრენერი, ტრეისი ანდერსონი ამბობს, ჯენიფერი დიდ დროს უთმობს ცურვას, სირბილს და ველოტრენაჟორებით ვარჯიშს.
რაც შეეხება სახის კანის მოვლას, მომღერალი, მაქსიმალურად ერიდება მზის აბაზანებს.