ტარიელ ხეჩიკაშვილი აშშ-ში დაკავებულ ქართველებზე, რომლებიც შესაძლოა ცნობილი სპორტსმენები არიან

17:06 06-08-2017
199

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ აშშ-ში დაკავებულ 15 ქართველს შორის ქართველი მოკრივეები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. 

"საქართველოს სპორტსმენები ამ ეტაპზე ოფიციალურ შეჯიბრებაზე არ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ახლა მთავარი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ოფიციალურ, სრულ ინფორმაციას. შესაბამის განცხადებას გააკეთებენ, და ამის შემდეგ უფრო ზუსტი იქნ ება ჩვენი მხრიდან გაკეთდეს განცხადბები", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

აშშ-ში დაკავებულ 15 ქართველ შორის, რომელსაც ბრალად  რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ, სავარაუდოდ, ქართველი მოკრივეები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. 

კრივის ფედერაციაში  არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები. 

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ სულ ნიუ-იორკში პოლიციელებმა კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 15 ქართველი დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები, რომელთა მიერ ორგანიზებული დაჯგუფება ახორციელებდა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, ტვირთების გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვას, დოკუმენტებისა და ასე შემდეგ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე