“კირა ნაიტლი საქართველოს ინკოგნიტოდ ეწვია და შეყვარებულ ფრენდს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაადგა”…
შანელის სახე, ბრიტანული კინოსა და ჰოლივუდის მეგავარსკვლავი კირა ნაიტლი თავის შეყვარებულთან ერთად პრაიმტაიმმა, რენე ჰარლინის ფილმის “საქართველოს” გადაღებების დროს, კაფეში დააფიქსირა.
ჰოლივუდის ერთ–ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა ქალმა, ჰარლინის ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, რუპერტ ფრენდს თბილისში მოულოდნელად ჩამოაკითხა. კირა ნაიტლი საქართველოს ინკოგნიტოდ ეწვია და შეყვარებულ ფრენდს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაადგა.
მანამდე გავრცელებული ჭორები წყვილის დაშორების შესახებ გაქარწყლებულია, ფაქტია, რომ რუპერტი და კირა დღეს ერთად არიან და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები _ თბილისში.
ჰოლივუდის ვარსკვლავური ლავსთორი თბილისქალაქში გრძელდება, როგორი იქნება ფინალი, ამაზე ჯერ ნაადრევია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეგავარსკვლავი იმდენად შეყვარებულია რუპერტ ფრენდზე, რომ არ დაიზარა და მისთვის უცნობ ქვეყანას, დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია.
კირა ნაიტლი ცნობილი ბრიტანული ოჯახიდანაა, მსახიობობა ბავშვობიდან დაიწყო. მის სასიყვარულო ისტორიებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი რომანი მას რუპერტ ფრენდთან აქვს. ნაიტლის და ფრენდის რომანი 4 წლის წინ, ფილმის “სიამაყე და ცრურწმენის” გადაღებების დროს დაიწყო, დღ ეს კი შეყვარებული წყვილი პრაიმტაიმის პაპარაცის ობიექტივში მოხვდა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N33-ის არქივიდან 2009 წ.)