ზუზუ ბეჟაშვილის აღიარება – “რესტორანში რომ ვარ ხომ არ მოვქსოვ? უნდა დავლიო" (არქივი)

12:55 09-20-2014
1875

მსახიობ ზაზა(ზუზუ) ბეჟაშვილზე უთქვამთ, რა არაფხიზელი გამომეტყველება აქვსო. როგორც მსახიობი ამბობს, 100 გრამი ალკოჰოლი მისი ყოველდღიურობაა. ის გახსილია პრესასთან.

გთავაზობთ ნაწყვეტს, გაზეთი “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემული ინტერვიუდან: 

ზუზუ ბეჟაშვილი: ცოტა ლოთი ვარ, მაგრამ სამკურნალო კი არა. სულ სადღაც ვარ და რესტორანში რომ ვარ, ხომ არ მოვქსოვ? უნდა დავლიო. ცუდი ნაბახუსევი რომ არ ვიცოდე, უფრო ხშირად დავლევდი. მეორე დღეს კანტუზია მემართება. გადაღების დროს არ ვსვამ. არ არსებობს, დავლიო. გადაღების დროს, არაფხიზელ მდგომარეობაზე, კონტრაქტებში, ჯარიმებია დაწესებული. სიფხიზლე არ მიყვარს. სტრესული მომენტები მაქვს და სასმელით, სტრესს ვიხსნი. ეტყობა იმდენად ძლიერი არა ვარ, რომ ფხიზელი ვიყო. ყოველ საღამოს 100 გრამი რომ ჩაარტყა, რა მოხდა?- ამბობს ზუზუ.  

გაზეთი პრაიმ ტაიმი არქივი(2014 წ)

ავტორი: გიორგი ჭარხალაშვილი