დღეიდან მოწევა კორპუსის სადარბაზოებშიც იკრძალება

11:00 05-01-2018
2397
თეგები: თამბაქო

ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

დღეიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა ადგილებში იკრძალება. "პრაიმტაიმი" გთავაზობთ ინფორმაციას, კონკრეტულად სად არის და არ არის შესაძლებელი მოწევა. ასევე, რა ტიპის და რაოდენობის ჯარიმები დაწესდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე