ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

10:09 09-09-2018
171

დღეს, 12:00-ზე, საქართველოს პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. 

ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ორი პირი ფიგურირებს. სარალიძე ხვალიდან აქციების ჩატარებას გეგმავ. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება დაანონსებული ბრიფინგიც.

"ხელისუფლებამ ზაზა სარალიძის ოჯახის განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ ზაზა სარალიძე ამ ხელისუფლებას თავად გაანადგურებს. არ გავჩერდები სანამ ჩემი შვილის მკვლელს სამართლის წინაშე არ წარვადგენ. 

ჩემი შვილის მკვლელს პირდაპირ არ დავასახელებ. საზოგადოებამ კარგად იცის ვინც არის. ერთ-ერთი მონაწილე მ.კ-ა და კიდევ ფიგურირებს ერთი არასრულწლოვანი" - განაცხადა რამდენიმე დღის წინ  ზაზა სარალიძემ

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 

ავტორი: