"ტყუილით აგიყირავებთ, მკიდია რა" - რას აპირებდა მირზა სუბელიანი - პროკურატურამ ჩანაწერი გაასაჯაროვა

15:16 10-16-2018
2868

"ხალხს, ხომ გონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს" - პროკურატურამ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

აქვს თუ არა ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები მირზა სუბელიანს და რის მოყოლას აპირებს საზოგადოებისთვის, ჩანაწერის ამ ნაწილში, სუბელიანი ჯაფარიძეს ეუბნება, რომ "აყირავებას" მმართველ ძალას, ტყულით უპირებს.

"მ.ს - ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ, მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ...

ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან....

ვ.ჯ. - კაი ეხლა, რაღაც სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცეებს.

მ.ს. - კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო ვიტყუები და მაქვს, მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს, ხომ გონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს. ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე...

ჩემს ოჯახს და ბავშვებს რა ერჩიან? ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი რომ ბევრი რამ მაქვს და მერე არკვიონ რა მაქვს და რა არის სიმართლე და რა ტყუილი.

ვ.ჯ.  - ე, ბიჭო ეგრე არ გამოვა რა. ტყუილი რატომ უნდა თქვა? სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება.

მ.ს. - სხვა გზა დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედა....ა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამომიტანს აგერ ნახავენ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ....

ვ.ჯ. - კაი გაჩერდი ბიჭო... არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი დაიოკე ნერვები.

მ.ს. - ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ ჩვენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი... დედა მომი....ს. პროსტა შინაურულადაც გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ შენც კარგად იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრამ დავიღალე ბო....ი ვიყო... მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გობკებში ძმაკაცურად გეუბნები ამას თორემ რო არ გავაკეთებ შენც იცი... ვ.ჯ. ხო და მეც გეუბნები , რომ დამშვიდდი, ვიცი რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ... უბრალოდ ხომ გესმის, შენი მოსახდელია, არ გამოვა სხვანაირად...

ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს.

"პრაიმტაიმი" ასევე გთავაზობთ ჩანაწერის სრულ ვერსიას.

ავტორი: