ყოფილი ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ მიუსაფარი ბავშვებისთვის გამასპინძლებას ეხმაურება და ნეგატიურ კომენტარებს პასუხობს.
"რამდენადაც ვიცი, კახა კალაძე, გარეშე იმისგან, რაზეც ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, არაერთ ადამიანს ეხმარება. კალაძე იყო ერთ-ერთი იშვიათი მოხელე, ვინც მამაჩემის ცუდად ყოფნის დღეებში თანადგომა გამომიხატა და მატერიალური მხარდაჭერაც შემომთავაზა, თუმცა, მე არ შევაწუხე. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად საკმარისია გულწრფელი მოწადინება და არა იმდენად შესრულება.
შეიძლება რაღაც ე.წ. პიარისთვისაც კეთდება, თუმცა კალაძის შემთხვევაში, ვიცი რომ არაერთია ისეთი ამბავიც, რაც არ არის გახმაურებული.
დღეს რომ ფოტოები გავრცელდა კალაძე ბავშვებს გაუმასპინძლდაო და მერე გარკვეული ნეგატიური შეფასებებიც მოჰყვა, მომინდა აუცილებლად მეთქვა ის, რაც დავწერე", - წერს არჩილ გამზარდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.