კანადის მუდმივი ბინადრობის მოწმობების გაცემა იწყება: ვის შეუძლია მისი აღება?

13:59 03-06-2019
7081

კანადაში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებიც მოხუცებულთა მომვლელებად მუშაობენ, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. 

ამ ეტაპზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ იმ ემიგრანტებს, რომლებიც კანადაში 2014 წლის 30 ნოემბრის შემდეგ ცხოვრობენ.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს კანადაში მუშაობის 12 თვიანი გამოცდილება და კანადაში ან სხვა ქვეყანაში მიღებული საშუალო/უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც უთანაბრდება კანადის სასკოლო დიპლომს.

კანადაში მომვლელებად მომუშავე ემიგრანტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს, განაცხადების შეტანა 2019 წლის 4 ივნისამდე შეუძლიათ.

კანადაში უკვე მყოფი ემიგრანტების გარდა, მუდმივი ბინადრობის მოწმობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ ახალ ემიგრანტებსაც. 

კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1 080 000 ემიგრანტის დაშვება განიხილება.

კანადაში მუდმივი ბინადრობის მსურველებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. 2019 წლის განმავლობაში 330 000 ადამიანს შეუშვებენ ქვეყანაში, 2020 წელს 340 000- , ეს რიცხვი 2021 წლისთვის 370 000-მდე გაიზრდება

კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ემიგრანტების მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და გაუმკლავდება დაბერებადი მოსახლეობით განპირობებულ გამოწვევებს.

ავტორი: მარიამ გიგანი