"სინდის-ნამუსის დეფიციტს განიცდის" - "ომეგა ჯგუფის" გენერალური დირექტორი ყიფიანის ჩვენებას მონაბოდს უწოდებს

20:39 10-10-2018
137

"სინდის-ნამუსის დეფიციტს განიცდის" - "ომეგა ჯგუფის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ლევან ყიფიანი იტყუება.

ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა,ყიფიანი ყვება, რომ ჩანაწერები ოქუაშვილის გადაწყვეტილებით მომზადდა და მისი ცუდი არტისტიზმის გამო, რამდენჯერმე ჩაწერეს. ამაში კი ჩუბინიშვილიც მონაწილეობდა. 

ომეგას დირექტორის, ლევან აღდგომელაშვილის თქმით, ჩანაწერების გაკეთება ოქუაშვილს არაფერში სჭირდებოდა.

"ეს არის მონაბოდი. არავის არ სჭირდება მით უმეტეს თუ მას არტისტული ნიჭის დეფიციტი აქვს არავის არ დასჭირებოდა აბსოლუტურად მისი მსგავსი განცხადებები გაკეთება და ჩაწერა შემდეგ. არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ მაგრამ სინდის- ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის ეს ადამიანი. ეს ჩანს უკვე მისი ბოლო საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან. მსგავსი არ დასჭირვებია "ომეგა ჯგუფს" და შესაბამისად, მასში ლევან ყიფიანის მონაწილეობა საერთოდ არ იქნებოდა საჭირო" - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილის თქმით, „თიბისი ბანკიდან“ ოთხი მილიონი ყიფიანის ზეწოლით გაიტანეს.

"თანხა, ზაზა ოქუაშვილის დავალებით ნამდვილად არ გატანილა ბანკიდან. თანხა გამოვიდა ლევან ყიფიანის ზეწოლით და მისი ჩარევით. იქ ნომერზეცაა საუბარი, რომ იმ მანქანის ნომერი, სადაც თანხა ჩაიდო, ამჟამად მოქმედი არ არისო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის ნომერი შეიძლება მოქმედი არც იმ მომენტში იყო, რადგან როცა მანქანა შავ საქმეზე იგზავნება, ალბათ, სხვა ნომერს მიაწებებდნენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც ფოტოსურათში ჩანს, ის ადამიანიც არ არის მოქმედი ან მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდება? ვინ იყო ის ადამიანი, რომლის მანქანაშიც იდება ფულით სავსე ჩანთა. სამართალდამცველებს შეუძლიათ ამის იდენტიფიცირება მოახდინონ" - დასძინა აღდგომელაშვილმა.

პროკურატურამ დღეს ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა.

ყიფიანის ჩვენების მიხედვით, ზოგი ეპიზოდი რამდენიმე დუბლად ჩაწერეს, რადგან ზაზა ოქუაშვილი არტისტიზმს უწუნებდა.

ასევე, გაიხსენბა „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანა. მისი თქმით, "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებს ეხმარებოდა და ამაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს

 

ავტორი: